პროექტები და ღონისძიებები

პროექტის სახელწოდება: ნუ მიეკარები!
პროექტის მთავარი იდეა: მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების გაცნობიერება.
პროექტის აქტუალურობა: ცხოვრების ჯანსაღი წესის გავრცელება.
პროექტის მიზნები: მოსწავლე გაეცნოს  თამბაქოს მავნე ზემოქმედების  უარყოფით შედეგებს,  თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ  დაავადებებს. იზრუნოს გაუწიონ აგიტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას. განუვითარდეს ინფორმაციის მოძიების, მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, ანალიზის უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გააცნობიერებენ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობას, მოეწყობა პრეზენტაცია და დისკუსია, შეიქმნება კედლის გაზეთი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, პრინტერი, თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდი.
პროექტის მსველობა: 1.ინფორმაციის მოძიება;
                                  2. კითხვარების შედგენა;
                                  3. გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებში;
                                  4. მონაცემების დამუშავება;
                                  5. პრეზენტაციის მოწყობა;
                                  6. დისკუსია;
                                   7. კედლის გაზეთის შექმნა.
საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა-გამოკითხვის შედეგების ანალიზი, დიაგრამების შექმნა, პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლა. ქიმია-სიგარეტში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების გაცნობა. ისტორია-თამბაქოს გავრცელების ისტორია. გეოგრაფია-თამბაქოს გავრცელება მსოფლიოში. ბუნ.VI.8 მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.
პროექტის ხელმძღვანელი: ე. შინჯიკაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: eleneshinjikashvili@ gmail.com

No comments:

Post a Comment