Wednesday, June 22, 2016

გაკვეთილის თემა
მზის სისტემა
სწავლების საფეხური
დაწყებითი მე-6 კლასი
საგნობრივი ჯგუფი/საგანი
საბუნებისმეტყველო/ ბუნებისმეტყველება
მოსწავლეთა რაოდენობა
33
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ დაკვირვების,შედარების, ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევა,რაც შესაძლებელია ურთიერთშეთანხმების და თანამშრომლობის საფუძველზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
                   მიზნები
მოსწავლემ შეძლოს დაასახელოს და აღწეროს ზოგიერთი კოსმოსური სხეული და იმსჯელოს მათ შორის განსხვავბებზე;
ვირტუალურ მოდელზე დაკვირვების საფუძველზე აღწეროს პლანეტების მოძრაობას მზის სისტემაში.
შეძლოს ნაშრომების წარდგენა თემაზე;       " მზის სისტემის პლანეტა"
                შედეგი
ბუნ.VI.6 მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში.
   მოდელების გამოყენებით, აღწერს  პლანეტების მოძრაობას მზის სისტემაში.
  ასახელებს და აღწერს კოსმოსურ სხეულებს(მაგ. პლანეტებს); მსჯელობს მათ შორის განსხვავებებზე.

წინარე ცოდნა
მოსწავლეს აქვს წარმოდგენა ციურ სხეულებზე, კოსმოსზე, გალაქტიკაზე.
შეფასების საგანი და პროცედურები
 ფასდებიან ჯგუფურად და ინდივიდუალურად ჩართულობის, ახალი და ძველი მასალის გააზრების, მონაცემთა შეგროვების,ჩაწერის, ორგანიზებისა და წარმოდგენის  უნარებზე დაკვირვებით. ინფორმაციის  გაცნობა-მოსმენის, ანალიზის, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევებზე დაკვირვებით.
  შეფასების ტიპი განმსაზღვრელი და განმავითარებელი. შეფასების რუბრიკა იხ. დანართი1
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელი, ვიდეორგოლი, სურათები, ცხრილები.
 დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, პროგრამები(Word, PowerPoint,google, youtube)
გაკვეთილის მსვლელობა
           გამოწვევა-(საფეხური A)

             აქტივობა1 (5წთ.)
 მოსწავლეთა გააქტიურების მიზნით დაფაზე ვადგენ ასოციაციურ რუკას "კოსმოსი." მოსწავლეები დაფაზე წერენ და განმარტავენ  ყველა იმ სიტყვას რაც ისწავლეს და კოსმოსთან არის დაკავშირებული( მაგ.პლანეტა, მზე, მთვარე, გალაქტიკა. ასტეროიდი, მეტეორიდი, კომეტა, სამყარო, ბუნებრივი თანამგზავრი, მზის სისტემა.)
             
                აქტივობა2(5წთ)
ვაჩვენებ ფილმს და პრეზენტაციას მზის სისტემა, მიმდინარეობს საკალსო საუბარი.მონიტორზე ვაჩვენებ და ვტოვებ  ცხრილებს პლანეტების მახასიათებლებით.

  შინაარსის რეალიზება-(საფეხური B)

                აქტივობა3(10წთ)
ვთხოვ მოსწავლეებს ცხრილების  დახმარებით ჩამოწერონ პლანეტები , დაალაგონ  სიდიდის მიხედვით, დაალაგონ მზიდან დაშორებულობის მიხედვით.ვუსვამ კითხვებს; რომელია ყველაზე დიდი პლანეტა? რომელია ყველაზე პატარა? რომელია რაღაცით განსხვევებული? რომელი მდებარეობს  მზიდან ყველაზე შორს? ყველაზე ახლოს? ჩამოთვალე შიდა პლანეტები, ჩამოთვალე გარე პლანეტები, რა განსხვავებაა შიდა და გარე პლანეტებს შორის? ცხრილების მიხედვით ახასიათებენ და ადარებენ პლანეტებს.

               აქტივობა4(5წთ)
მოსწავლეებს  ვყოფ  8 ჯგუფად, პირობითად  ვარქმევ მზის სისტემის პლანეტების  სახელებს და ვთხოვ მიღებული ინფორმაციის და ტექსტის საფუძველზე მოამზადონ პატარა პრეზენტაცია თემაზე "მზის სისტემის პლანეტა" , შემდეგი გეგმის მიხედვით:
1 რატომ ეწოდა პლანეტას ეს სახელი?
2პლანეტის ზომა?
3პლანეტის მზიდან დაშორებულობა
4პლანეტის მოძრაობა.
5.პლანეტის თანამგზავრები

         რეფლექსია-( საფეხური C)

               აქტივობა5(13წთ)
ნაშრომების პრეზენტაცია

                აქტივობა6(5წთ)
თვითშეფასება

               აქტივობა7(2წთ)
საშინაო დავალება

  
დიფერენცირებული სწავლება
არ მყავს

No comments:

Post a Comment